06 მარტი 2017, 22:38
imedi
ჰარი პოტერზე პიესამ თეატრალური პრემიის რეკორდი მოხსნა
კულტურა

გაზიარება
სპექტაკლი "ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი" ბრიტანულ თეატრალურ პრემიაზე 11 ნომინაციაში დასახელდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ძირითადი სიუჟეტური ხაზი ჰარის შვილის, ალბუს პოტერის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც ოჯახის „მძიმე ტვირთის“ ტარება უწევს.
თვითონ პიესა პოტერიადის ავტორმა, ჯოან როულინგმა, BAFTA-ს პრემიის ლაურეატ ჯეკ ტორნთან და ჯონ ტიფანისთან ერთად დაწერა.
გამოცემის ცნობით, სპექტაკლის მთელი წლის ბილეთები გაყიდულია.
ლორენს ოლივიეს სახელობის თეატრალური პრემია 1976 წლიდან ტარდება და ბრიტანული თეატრალური ხელოვნების მიღწევების ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ მიიჩნევა.





