05 მარტი 2017, 22:07
ალაბამის კინოთეატრი "ლამაზმანი და ურჩხულს" გეი პერსონაჟის გამო არ გაუშვებს
კულტურა

გაზიარება
ალაბამის შტატში ერთ-ერთი კინოთეატრი "ლამაზმანი და ურჩხულს" ეკრანებზე არ გაუშვებს. მიზეზი ფილმის გეი პერსონაჟია. ინფორმაციას TMZ ავრცელებს.
კინოთეატრის მეპატრონის თქმით, არ აპირებს საქვეყნოდ აჩვენოს ის, რასაც ბიბლია მას უკრძალავს. კინოთეატრის მფლობელი, ასევე აცხადებს, რომ თუკი ფილმის ჩვენებაზე ვერ შეძლებს 11 და 8 წლის შვილიშვილების წაყვანას, ასეთი კინოს ეკრანებზე გაშვებას აზრი არ აქვს.
Disney-მ თავის ისტორიაში პირველად, გეი პერსონაჟი შექმნა, რომელსაც ფილმ "ლამაზმანი და ურჩხულში" წარმოადგენს. ფილმის პრემიერა 17 მარტს გაიმართება.





