ია შათირიშვილი
არნოლდ შვარცენეგერმა ტელეშოუ დონალდ ტრამპის გამო დატოვა
კულტურა
ჰოლივუდის მსახიობმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა ტელეშოუ „ცნობილების მოსწავლე" (The Celebrity Apprentice) დონალდ ტრამპის გამო დატოვა.
შოუს წამყვანობაზე უარი შვარცნეგერმა ტრამპის საქციელით ახსნა. ის ამბობს, რომ პრეზიდენტის გამოხტომებით დაიღალა, რომელიც თეთრი სახლის ლიდერობამდე იმავე შოუს წამყვანი იყო.
„ბევრი რამ ვისწავლე, ეს არაჩვეულებრივი პერიოდი იყო. მაგრამ ვითარება შეიცვალა და ამ საქმის კეთება აღარ მინდა, მას შემდეგ, რაც მაყურებელმა გაიგო, რომ შოუს პროდიუსერი დონალდ ტრამპი ამ დრომდე რჩება და ხელფასსაც იღებს, შოუს მოყვარულების თითქმის ნახევარმა გადაცემის ყურებაზე უარი თქვა", - აცხადებს არნოლდ შვარცენეგერი.





