03 მარტი 2017, 20:28
პაატა კუპატაძე
სალვადორ დალის ტილო 2 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა
კულტურა

სალვადორ დალი
გაზიარება
ლონდონში Bonhams-ის აუქციონზე სალვადორ დალის ცნობილი ნამუშევარი „ფიგურა პროფილში“ გაიყიდა, იუწყება უცხოური მედია.
უცნობმა კოლექციონერმა ნახატში 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა. სურათი 1925 წლით თარიღდება. მასზე მხატვრის და ანა მარიაა გამოსახული. დალიმ დას ნახატი მანამდე აჩუქა, ვიდრე მასთან ურთიერთობა დაეძაბებოდა. ძმის ნაჩუქარი შედევრი ანა მარიამ გააჩუქა. დღემდე ტილო აუქციონზე არასდროს გაუტანიათ.





