03 მარტი 2017, 11:28
ია შათირიშვილი
პარიზის გალერეაში მხატვარმა 12-ტონიანი ქვა დადგა
კულტურა
პარიზი
გაზიარება
ფრანგმა მხატვარმა აბრაამ პუენშევალმა დაპირებული პერფორმანსი მოაწყო. პარიზის თანამედროვე მუზეუმის გალეარეაში მან კვერცხის ფორმის 12-ტონიანი ქვა დადგა, რომლის შიდა ნაწილიც საგანგებოდ სკამისა და მაგიდის ფორმითაა გამოთლილი.
აბრაამ პუენშევალმა მის შიგნით ერთი კვირა გატარა. ამ ხნის განმავლობაში ის სპეციალურად მომარაგებულ საკვებსა და წყალს იღებდა. პერფორმანსს მუზეუმის დამთვალიერებლები ინფრაწითელი კამერით ადევნებდნენ თვალს. ზოგიერთი მათგანი ექსტრემალ მხატვართან გასაუბრებასაც კი ახერხებდა.





