30 მაისი 2018, 00:15
გიო ხუციშვილის ვარსკვლავი ბიძინა ივანიშვილმა გახსნა
კულტურა
გაზიარება
გიო ხუციშვილის ვარსკვლავი ფილარმონიასთან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გახსნა. ვარსკვლავის გახსნის ცერემონია მისი კონცერტის შემდეგ დაიწყო. ეს კოცერტი მომღერალმა მეუღლესთან დუეტით დაიწყო.
კონცერტის მთავარი მთხრობელი თავად მომღერალი გახლდათ. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხუციშვილის სიმღერები მისმა მეგობრებმა შეასრულეს.





