01 მარტი 2017, 21:15
ეროვნული არქივი ძველნაბეჭდი წიგნების აღწერას იწყებს
კულტურა
გაზიარება
ეროვნული არქივი ქართული ძველნაბეჭდი წიგნების აღწერას იწყებს. საცავი მე-17 საუკუნიდან გამოცემულ წიგნებს აერთიანებს.
სასულიერო და საერო ხასიათის 250-ზე მეტი გამოცემა დეტალურად გადაისინჯება, აღიწერება და კატალოგის სახით დაიბეჭდება. ამავდროულად, მუშაობის პროცესში მკვლევარებმა ანდერძ-მინაწერები აღმოაჩინეს.





