imedi
კოაჩელას ფესტივალზე ბიონსეს ლედი გაგა შეცვლის
კულტურა

ბიონსემ "კოაჩელას" ფესტივალში მონაწილეობაზე ორსულობის გამო უარი თქვა. მას ლედი გაგა შეცვლის. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
ბიონსეს თქმით, ექიმები კონცერტებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ, ამიტომ ყველა გამოსვლა შემდეგი წლისთვის გადადო.
მომღერალმა ლედი გაგამ კი საკუთარ Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტით დაადასტურა ფესტივალში მონაწილეობა.
Let's party in the desert! 🌴✌️🎤 pic.twitter.com/2SYOv7TscF
— xoxo, Joanne (@ladygaga) March 1, 2017
კოაჩელას ფესტივალი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდი ფესტივალია, რომელიც კალიფორნიის შტატში ყოველწლიურად იმართება. ფესტივალზე პლანეტის სხვადასხვა წერტილიდან ჩადიან საუკეთესო მუსიკალური შემსრულებლების მოსასმენად.





