01 მარტი 2017, 18:17
თამარ კობახიძე
რუსთავის თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართა
კულტურა

,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში’’
ფოტო: თამარ კობახიძე
გაზიარება
გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრში, გლომერულონეფრიტით დაავადებული 15 წლის მარიამ ბადუაშვილის დასახმარებლად, რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის სპექტაკლის – ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში’’ – საქველმოქმედო ჩვენება გაიმართა. შემოსული თანხა მარიამ ბადუაშვილის მკურნალობას მოხმარდება.
საქველმოქმედო საღამო რუსთავის მერიის ინიციატივითა და ,,სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის’’ ორგანიზებით გაიმართა. მას დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გლომერულონეფრიტი თირკმელების ანთებითი დაავადებაა.





