14 მაისი 2018, 10:36
ანიმაცია „მულანის“ მიხედვით ფილმს გადაიღებენ
კულტურა
გაზიარება
სტუდია „დისნეი“ ამჯერად აპირებს ანიმაცია „მულანის“ მიხედვით ფილმი გადაიღოს. როგორც ცნობილია, 1998 წელს გამოსული მულტფილმის ეკრანიზებაში სტუდია თითქმის 300 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ comicbook-ი წერს.
გადაღებები ძირითადად ახალ ზელანდიაში იქნება. ფილმი ტელეეკრანებზე 2020 წელს გამოვა.
მთავარ როლს „მულანში“ ინფეი ლიუ შეასრულებს, რეჟისორი კი ნიკი კარო იქნება.





