თაკო დარახველიძე
"მძევლები" საოსკარო ფილმად აღიარეს
კულტურა

კადრი ფილმიდან "მძევლები"
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე რეზო გიგინეიშვილის ფილმის ჩვენების შემდეგ, კინოკრიტიკოსები '' მძევლებზე'' ალაპარაკდნენ. ერთ-ერთი კინოკრიტიკოსი, ანტონ დოლინი წერს, რომ საქართველომ ეს ფილმი ოსკარზეც უნდა წარადგინოს.
ჟურნალ Veriety-ის კინო კრიტიკოსის აზრით კი ქართულ კინოში ახალი ტალღა დაიწყო და ამის ნათელი მაგალითი რეზო გიგინეიშვილის ფილმი ''მძევლებია''. ფილმს Hollywood Reporter-იც გამოეხმაურა და პოზიტიური შინაარსის სტატიაც მიუძღვნა.
რეზო გიგინეიშვილის ფილმი '' მძევლები'', 80 იან წლებში თვითმფრინავის გახმაურებულ გატაცებას ასახავს. სცენარზე ლაშა ბუღაძემ იმუშავა.ფილმის ერთ ერთი პროდუსერი კი ოსკაროსანი ფილმის '' იდას '' პროდუსერი ევა პუშინსკაა. ფილმის მსოფლიო პრემიერა ბერლინალეზე 15 თებერვალს შედგა.





