ლევან კოღუაშვილის „გურია“. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
კულტურა

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
ლევან კოღუაშვილის „გურია“ - ფილმი, რომელმაც ქართული კინო საერთაშორისო ასპარეზზე, კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოაჩინა.
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გამართული მსოფლიო პრემიერა, რეჟისორისთვის გადაცემული რეგიონული „ოქროს გლობუსის“ სპეციალური, პრესტიჟული ჯილდო და სულ ახლახან, აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოების მთავარი პრიზი „საუკეთესო ფილმისთვის“ - რეჟისორისთვის ეს განსაკუთრებული საფესტივალო თავგადასავალი აღმოჩნდა.
რა ისტორიას გვიყვება და როგორ გააცოცხლა ლევან კოღუაშვილმა 90-იანი წლების გურული ყოფა, ამ ყველაფერზე თავად რეჟისორს „იმედის კვირა“ ესაუბრა. ინტერვიუს ჩაწერის პროცესში მან მორიგი საერთაშორისო აღიარების შესახებ შეიტყო.
ლევან კოღუაშვილის „გურია“, - ნახეთ ელენე ცინცაძის საავტორო რეპორტაჟში.





