03 აპრილი 2026, 21:26
თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო
კულტურა

ფოტო: საქართველოს კულტურის სამინისტრო
გაზიარება
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე „ზარაფხანის“ ისტორიულ სივრცეში ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო.
სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.
„გამოფენა, რომელზეც სამი განსხვავებული ხედვა ერთ ვიზუალურ ფორმაშია წარმოდგენილი, თაობებს შორის შემოქმედებითი დიალოგის მნიშვნელოვანი მაგალითია“, - აცხადებენ სამინისტროში.




