30 დეკემბერი 2025, 14:37
იდრის ელბა რაინდი გახდა
კულტურა

იდრის ელბა
ფოტო: Getty Images
გაზიარება
მსახიობი იდრის ელბა რაინდად აკურთხეს.
ელბამ, რომელიც ცნობილია თავისი როლებით სერიალებში „მოსმენა“ და „ლუთერი“, ტიტული ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის მიიღო - მსახიობის საქველმოქმედო ფონდი Elba Hope Foundation-ი მხარს უჭერს განათლებას, ახალგაზრდების უფლებების დაცვასა და მდგრად განვითარებას.
„იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყურადღება მივაპყროთ ახალგაზრდებისთვის მუდმივი, პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ყველას გვეკისრება, რათა მათ ძალადობის ალტერნატივის პოვნაში დავეხმაროთ“, - განაცხადა ელბამ.




