ფოლკლორის ცენტრში სალოტბარო სკოლების ფესტივალი დაიწყო
კულტურა

ფოტო: ფოლკლორის ცენტრი
დღეს საქართველოს სალოტბარო სკოლის მოსწავლეები თბილისში შეიკრიბნენ.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს და საქართველოს სამხარეო ადმინისტრაციების, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, 45 სალოტბარო სკოლის მოსწავლე თბილისში 16 ნოემბრამდე დარჩება.
პირველ ეტაპზე პროექტში 200 მოსწავლე მონაწილეობს. 13 ნოემბერს მათ კიდევ 300 შეუერთდება.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს 8 დღის მანძილზე ინტენსიური რეპეტიციები ჩაუტარდებათ, 15 ნოემბერს კი ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში გალა - კონცერტი გაიმართება. შესრულდება სიმღერის, გალობის, ქორეოგრაფიისა და ზეპირსიტყვიერების გამორჩეული ნიმუშები.




