ოზი ოსბორნის და Black Sabbath-ის ფინალური შოუ ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი საქველმოქმედო კონცერტი გახდა
კულტურა

ფოტო: Facebook
ლეგენდარული ოზი ოსბორნის და მისი ჯგუფის Black Sabbath-ის გამოსამშვიდობებელი კონცერტი ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი საქველმოქმედო შოუ გახდა. კონცერტმა სახელწოდებით Back to the Beginning („უკან, დასაწყისისკენ“) სამი საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის 200 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა, რაც საქველმოქმედო კონცერტების ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგია.
კონცერტს 40 000 მაყურებელი დაესწრო, კიდევ 5.8 მილიონი შოუს ონლაინ სტრიმინგით უყურებდა, რომელიც ასევე ფასიანი იყო. დამატებითი თანხა შეგროვდა ბილეთების გათამაშებით, ხელოვნების ნამუშევრებისა და ჯგუფის ფოტოების აუქციონზე გაყიდვით და ინდივიდუალური შემოწირულებებით.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, შემოსული თანხა თანაბრად გადანაწილდება შემდეგ სამ ორგანიზაციას შორის: ბირმინგემისა და ეიკორნის ბავშვთა საავადმყოფოებზე და ორგანიზაციაზე Cure Parkinson’s, რომელიც პარკინსონის დაავადების მკურნალობის მეთოდს ეძებს. სწორედ პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს თავად ოსბორნს 2019 წელს.
ოზი ოსბორნის და Black Sabbath-ის ფინალური შოუ 5 ივლისს, ბირმინგემში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ შემსრულებლები, რომელთა მუსიკაზეც ჰევი-მეტალის დამფუძნებელ მამებად წოდებულ ჯგუფს გავლენა ჰქონდა. მათ შორის იყვნენ: Metallica, Guns N' Roses-ი, Slayer-ი, the Rolling Stones-ის რონი ვუდი, Aerosmith-ის სტივენ ტაილერი, Gojira, Mastodon,-ი, Slayer-ი, Tool-ი, Pantera და მრავალი სხვა.





