16 ივლისი 2025, 10:57
HBO-მ „ჰარი პოტერის“ პერსონაჟების პირველი კადრები გამოაქვეყნა🎬⚡🪄
კულტურა

ფოტო: HBO
გაზიარება
სტრიმინგ-სერვისმა HBO სერიალ „ჰარი პოტერის“ გადაღებები დაიწყო და პერსონაჟების პირველი კადრები გაავრცელა. მაყურებლებმა ნახეს როგორ გამოიყურება დომინიკ მაკლაფლინი ჰარის როლში და როგორია ნიკ ფროსტის მიერ განსახიერებული ჰაგრიდი.

პირველი სეზონის გადაღებები 2026 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება, სერიალის პრემიერა კი 2027 წელს შედგება.




