ლი პეისი და მეისი უილიამსი „პრაქტიკული მაგიის“ სიქველში ითამაშებენ
კულტურა

ლი პეისი/მეისი უილიამსი
ფოტო: Getty Images
ლი პეისი („ჰობიტი“) და მეისი უილიამსი („სამეფო კარის თამაშები“) ფილმში „პრაქტიკულ მაგიში 2“-ში ნიკოლ კიდმანსა და სანდრა ბულოკთან ერთად ითამაშებენ. მსახიობთა შემადგენლობაში ასევე მოხვდნენ დაიან უისტი და სტოკარდ ჩენინგი, რომლებიც დაბრუნდებიან ფრენის და ჯეტის როლებს დაუბრუნდებიან. ჯოი კინგი კი სალის (სანდრა ბულოკის გმირი) ქალიშვილის როლს შეასრულებს.
რეჟისორ სუზანა ბირის ფილმი ეკრანებზე 2026 წლის 18 სექტემბერს გამოვა.
1998 წელს გამოსული მისტიკური ფილმი „პრაქტიკული მაგია“ ელის ჰოფმანის ამავე სახელწოდების რომანზე იყო დაფუძნებული. კიდმანმა და ბულოკმა ალქაჯი დების როლები შეასრულეს. ფილმმა ცუდი შედეგი აჩვენა - 75 მილიონი დოლარის ბიუჯეტის ფონზე მისმა შემოსავალმა მხოლოდ 68 მილიონი შეადგინა, თუმცა დროთა განმავლობაში ჟანრის კლასიკად იქცა და მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა.



