ბიორკის ოპერაში დაგეგმილი კონცერტის ყველა ბილეთი გაყიდულია
კულტურა

ბიორკი
ისლანდიელი მუსიკოსის ბიორკის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილი კონცერტის ბილეთები სრულად გაყიდულია. ამის შესახებ ინფორმაციას კონცერტის ორგანიზატორები ავრცელებენ.
მათი ინფორმაციით, მსოფლიოში აღიარებული ავტორ შემსრულებლის კონცერტს, კლასიკურ დარბაზში 3 ნოემბერს, დაახლოებით 1000 ადამიანი დაესწრება.
ამ დროისთვის ისევ გაყიდვაშია 31 ოქტომბრის კონცერტზე დასასწრები ბილეთები, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
ისლანდიელი მუსიკოსის მოსასმენად თბილისს მსმენელი სხვა ქვეყნებიდანაც ეწვევიან. საქართველოს გარდა ბილეთები გაიყიდა შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი – 6. 74%; აზერბაიჯანი - 1.39%; სომხეთი – 1.29%; გერმანია – 0.83%; დიდი ბრიტანეთი -0.65%; ისრაელი – 0.65%; თურქეთი – 0.55%; უკრაინა – 0.55%; ყაზახეთი – 0.46%; არაბთა გაერთიანებული საემიროები – 0.28%; ბელგია – 0.28%; ჰოლანდია – 0.28%; ამერიკის შეერთებული შტატები – 0.28%; ჩინეთი – 0.18%; საფრანგეთი – 0.18%; საბერძნეთი – 0.18%; იტალია – 0.18%; სამხრეთ კორეა – 0.18%; მავრიტანია – 0.18%; პოლონეთი – 0.18%; სერბეთი – 0.18%; ავსტრია – 0.09%; ბელარუსი – 0.09%; ესპანეთი – 0.09%; მადაგასკარი – 0.09%
ორივე კონცერტზე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, ისლანდიელი ვირტუოზი ქართველ მსმენელს უახლეს ნამუშევარს „Vulnicura”-ს წარუდგენს.
„Vulnicura” თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს ბიორკის ყველაზე “პერსონალური“ და „გულწრფელი“ ნამუშევარი უწოდეს.
კონცერტები მოიცავს არტისტის რამოდენიმე საკვანძო სიმღერასაც, მისი მუსიკალური წარსულიდან. შესრულდება ახალი სიმღერებიც. კონცერტების მასპინძელი მუსიკალური პლატფორმა SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS-ია.




