ბიორკი თბილისში ორ სოლო-კონცერტს გამართავს
კულტურა

ბიორკი
ფოტო: Facebook
SOU ფესტივალის ცნობით, ოქტომბრის ბოლოს, თბილისს ცნობილი ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი ეწვევა. ის ორ სოლო-კონცერტს გამართავს.
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, კონცერტები თბილისის საკონცერტო დარბაზსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი 31 ოქტომბერს, 21:00-ზე დაიწყება, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კი - 3 ნოემბერს, 21:00-ზე.
ამ ორი კონცერტის ბილეთების ფასები განსხვავებულია. თბილისის საკონცერტო დარბაზში ის 50-დან 570 ლარამდეა, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კი - 80 ლარიდან 750 ლარამდე.
ბილეთების შეძენა ორშაბათს დილის 10:00-დან იქნება შესაძლებელი.




