11 ოქტომბერი 2017, 20:05
ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა
კულტურა
ლიკა ქავჟარაძე
ფოტო: youtube
გაზიარება
დღეს ვაკეში საცხოვრებელ სახლში მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მსახიობის გარდაცვალების შესახებ შეტყობინება ცოტა ხნის წინ მიიღეს.
ქავჟარაძის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. უწყება სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.





