ზაქარია ფალიაშვილის ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
კულტურა

ზაქარია ფალიაშვილი
ფოტო: facebook
ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ბიოგრაფიული წიგნის"ზაქარია ფალიაშვილი-ცხოვრება და მოღვაწეობა"პრეზენტაცია გაიმართა.
პუბლიკაციაზე მკვლევართა და პუბლიცისტთა ჯგუფმა ერთობლივად იმუშავა.მასში ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი წერილები, ფოტო და საარქივო დოკუმენტებია შესული.
ბიოგრაფიული გამოცემა როგორც ქართულენოვან, ისე ინგლისურენოვან ტექსტებს აერთიანებს .
დამთვალიერებელს ღონისძიებაზე შესაძლებლობა ჰქონდა კომპოზიტორის ოპერიდან "აბესალომ და ეთერი“ ნაწყვეტები მოესმინა.
ზაქარია ფალიაშვილი (1871-1933წწ) -ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი და კლასიკოსი იყო.
ფალიაშვილმა შექმნა ქართული ოპერის 3 განსხვავებული ტიპი: მონუმენტური ოპერა-ტრაგედია"აბესალომ და ეთერი“,ლირიკულ-დრამატული"დაისი“,გმირულ-პატრიოტული"ლატავრა.“
პრეზენტაცია თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა.




