საქართველო ოსკარზე ანა ურუშაძის ფილმს "საშიში დედა" წარადგენს
კულტურა

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 90-ე საიუბილეო ცერემონიალზე საქართველოს წარმდგენი ფილმი ანა ურუშაძის ფილმი გახდა. ამის შესახებ On.ge წერს.
გადაწყვეტილება ამის შესახებ დღეს რეჟისორების, მსახიობების, პროდიუსერებისა და კინო კრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა ცხრაკაციანმა ჟიურიმ მიიღო.
იქნება თუ არა ფილმი წარდგენილი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ამას 2018 წლის 23 იანვარს, ნომინანტთა საბოლოო სიის გამოცხადების გაირკვევა.
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 90-ე საიუბილეო ცერემონიალი 2018 წლის 4 მარტს ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება.
აგვისტოში, ანა ურუშაძის ფილმმა "საშიში დედა" სარაევოს 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მოიპოვა.





