ჩესტერ ბენინგტონის დაკრძალვას მხოლოდ მეგობრები და ოჯახის წევრები დაესწრნენ
კულტურა

ჩესტერ ბენინგტონი
Linkin Park-ის სოლისტი ჩესტერ ბენინგტონი დღეს დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონია ვიწრო წრეში გაიმართა, მას მხოლოდ ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
ცერემონიის მონაწილეებს ყვითელი სამაჯურები ეკეთათ და ხელში ჩესტერის სურათები ეჭირათ. სასაფლაოზე მოწყობილი იყო სცენაც, რომელზეც მუსიკოსისადმი მიძღვნილი სიმღერები გაჟღერდა. იმისთვის, რომ დაკრძალვას უხმაუროდ ჩაევლო, ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.
Chester Bennington Laid to Rest in Private Funeral https://t.co/ernHWgrEHr
— TMZ (@TMZ) July 30, 2017
ჩესტერ ბენინგტონმა სიცოცხლე თვითკვლელობით 20 ივლისს დაასრულა. მუსიკოსის ცხედარი მისსავე სახლში აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, ბენინგტონმა თავი ჩამოიხრჩო.სააგენტო TZM-ის ცნობით, ბენინგტონმა თავისი მეგობრის ჯგუფ Soundgarden-ის ლიდერის, კრის კორნელის დაბადების დღეზე მოიკლა თავი. კორნელი 18 მაისს დეტროიტის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა.





