Linkin Park-ის ვოკალისტმა თავი მოიკლა
კულტურა

ამერიკული როკ-ჯგუფის Linkin Park-ის ვოკალისტმა ჩესტერ ბენინგტონმა თავი მოიკლა. ამის შესახებ Daily mail-ი წერს.
მუსიკოსის ცხედარი მისსავე სახლში აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, ბენინგტონმა თავი ჩამოიხრჩო.
სააგენტო TZM-ის ცნობით, ბენინგტონმა თავი თავისი მეგობრის ჯგუფ Soundgarden-ის ლიდერის, კრის კორნელის დაბადების დღეზე მოიკლა. კორნელი 18 მაისს დეტროიტის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა.
ბენინგტონი დიდხანს ებრძოდა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სუიციდზე ფიქრობდა, რადგან ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
ბენინგტონმა მუსიკალური კარიერა 17 წლის ასაკში ჯგუფ Grey Daze-ში დაიწყო, 1997 წელს კი Linkin Park-ის სოლისტი გახდა.




