ახალ ისტორიულ სერიალში ინგლისის დედოფლის როლს შავკანიანი მსახიობი შეასრულებს
კულტურა

ჯოდი ტერნერ-სმიტი
ფოტო: Twitter
იამაიკური წარმოშობის შავკანიანი მსახიობი ჯოდი ტერნერ-სმიტი ახალ მინი-სერიალში ინგლისის დედოფალს, ანა ბოლეინს განასახიერებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სიუჟეტი დედოფლის სიცოცხლის ბოლო თვეების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ფემინიზმის თვალსაზრისით იქნება წარმოჩენილი.
„ამ მრისხანე დედოფლისა და მამაცი დედის შესახებ ლეგენდას ადამიანური ისტორიის კუთხით განვიხილავთ, რომელიც დღევანდელი დღისთვისაც აქტუალურია. მოუთმენლად ველი როდის შევძლებ გულისა და სულის ჩადებას ამ საკულტო ქალის დაცემის შესახებ თამამ პროექტში“, - განაცხადა ტერნერ-სმიტმა.
ანა ბოლეინი მეფე ჰენრი VIII ტუდორის მეორე ცოლი იღო. 1536 წელს ჰენრიმ ის ღალატში დაადანაშაულა, სასამართლომ კი დედოფალს თავის მოკვეთა მიუსაჯა. ანა ბოლეინი ინგლისის ერთ-ერთი ელიზაბეტ პირველის დედაა.
სერიალის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.





