სოფიკო ბერიძე
თბილისში Cavea-ს დრაივ-ინ კინოთეატრი ივლისში გაიხსნება
კულტურა

ფოტო: shutterstock.com
ივლისის პირველ ნახევარში თბილისში დრაივ-ინ კინოთეატრი გაიხსნება. Cavea-ს ქსელის თეატრი, რომელბშიც მაყურებლები ფილმების ყურებას საკუთარი ავტომობილებიდან შეძლებენ, ლისის ტბაზე, ახალ იპოდრომზე განთავსდება. თეატრი მაყურებელს თანამედროვე პრემიერებთან ერთად კინომარათონებს და სხვა ღონისძიებებსაც შესთავაზებს.
პირველ ეტაპზე კინოთეატრი მინიმუმ 200 ავტომობილზე იქნება გათვლილი, მოეწყობა სპეციალური სივრცე სხვა სახის ტრანსპორტისა და ავტომობილების გარეშე მისული მაყურებლისთვისაც. მოთხოვნის შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება. რაც შეეხება სეანსების რაოდენობას, საღამოს 8 საათის შემდეგ კინოთეატრში 1 ან 2 ჩვენება გაიმართება.





