ბექა გოჩიაშვილი და კახა თოლორდავა - იმპროვიზაცია აქ. ახლა, თიბისის Facebook-ის გვერდზე დღეს შედგება
კულტურა

ბექა გოჩიაშვილი
ფოტო: citymagazine
ბექა გოჩიაშვილი და კახა თოლორდავა - იმპროვიზაცია აქ.ახლა, თიბისის Facebook-ის გვერდზე დღეს შედგება.
როგორც თიბისიში აცხდებენ, თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა გრძელდება.
„5 ივნისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს მუსიკოსის - ბექა გოჩიაშვილის სესიას ვირტუალურად დაესწროს თიბისის Facebook გვერდის დახმარებით. ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, რომლის მოდერატორი კრიტიკოსი და ჟურნალისტი - კახა თოლორდავა იქნება.
სესიის - „იმპროვიზაცია - აქ.ახლა“ ფარგლებში, კახა თოლორდავა და ბექა გოჩიაშვილი მუსიკასთან ერთად, ახალ რეალობაში მუსიკოსების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ახალ შესაძლებლობებსა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.
ჯაზ-პიანისტი, რომელიც ამჟამად ამსტერდამში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ახლანდელ ცხოვრებასა და შემოქმედებაზეც ისაუბრებს“, - აცხადებენ თიბისიში.
(R)





