24 მაისი 2020, 20:17
ვენეციის კინოფესტივალი არ გადაიდება და სექტემბერში ჩატარდება
კულტურა

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
კორონავირუსის პანდემიას ვენეციის კინოფესტივალის ჩატარების თარიღზე გავლენა არ ექნება. ამის შესახებ Reuters-ი ვენეციის გუბერნატორზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიოს უძველესი კინოფესტივალის წლევანდელ ჟიურის მსახიობი კეიტ ბლანშეტი უხელმძღვანელებს. თუმცა პანდემიის გამო ფესტივალს ნაკლები ადამიანი დაესწრება.
მაისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის გამო კანის 2020 წლის ფესტივალი გაუქმდა.



