მარგარეტ ტეტჩერის გულსაბნევს აუქციონზე გაყიდიან
კულტურა

მარგარეტ ტეტჩერი
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის გულსაბნევს Sotheby's აუქციონზე გაყიდიან. ლოტის ღირებულება დახლოებით 38,5 თასი დოლარია, - წერს The Telegraph-ი.
აქსესუარი 1937 წელს Cartier-ს იუველირებმა შექმნეს. ტეტჩერს ის სულ ორჯერ ეკეთა: ერთხელ აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან შეხვედრაზე და მეორედ დედოფალ ელისაბედ მეორესთან აუდიენციაზე, როდესაც მას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ აცნობა.
გულსაბნევის დღევანდელი მფლობელი ტეტჩერის მეგობარია, თუმცა მის ვინაობას აუქციონის სახლი არ ასაჯაროებს.
მარგარეტ ტეტჩერი დიდი ბრიტანეთის მთავრობას 1979-1990 წლებში მართავდა და ქვეყნის ისტორიაში იყო პირველი ქალი პრემიერმინისტრი. ის 2013 წლის 8 აპრილს 88 წლისა გარდაიცვალა.





