ემა უოტსონმა MTV-ს გენდერულად ნეიტრალურ ნომინაციაში გაიმარჯვა
კულტურა

ემა უოტსონი
ბრიტანელმა მსახიობმა ემა უოტსონმა, რომელმაც „მზეთუნახავი და ურჩხულის“ეკრანიზაციაში ბელის როლი შეასრულა, MTV-ს ახალ, გენდერულად ნეიტრალურ ნომინაციაში გაიმარჯვა. ამის შესახებ ტელეარხი CNN-ი წერს.
„ვფიქრობ, ეს ჯილდო გადმომეცა იმის გამო, რის სიმბოლოც ბელია. თანასოფლელები ეუბნებოდნენ მას, რომ მსოფლიო პატარაა და მას არაფრის შეცვლა შეუძლია. მე მიყვარს იმ პერსონაჟების თამაში, რომლებიც ასეთ აზრებს ყურადღებას არ აქცევენ“, - აღნიშნა მსახიობმა.
MTV-მ წელს უარი თქვა „საუკეთესო მსახიობის“ ნომინაციის გაყოფაზე - ქალად და კაცად. უოტსონის კონკურენტები იყვნენ ჰიუ ჯეკმანი ფილმისთვის „ლოგანი“ და ჯეიმს მაკევოი ფილმისთვის „გახლეჩილი“.





