ლევან კოღუაშვილი ახალ ფილმს იღებს
კულტურა

ლევან კოღუაშვილი ფოტო: 1tv.ge
რეჟისორი ლევან კოღუაშვილი ახალ, სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ფილმის სახელწოდებაა "მეოთხე ბრაიტონი" და მისი გადაღება უკვე მიმდინარეობს.
ფილმი ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრანტი მამა-შვილის თავგადასავალზეა. სოციალური და ფსიქოლოგიური კრიზისის ზღვარზე მყოფი შვილის დასახმარებლად, მამა ნიუ-იორკში საქართველოდან ჩადის.
ფილმში მთავარ როლს ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი შეასრულებს. მასთან ერთად ფილმში კახი კავსაძე, ირაკლი კავსაძე, გიორგი ყიფშიძე, ლაურა რეხვიაშვილი და თემო გვალია ითამაშებენ.
"მეოთხე ბრაიტონის" გადაღებებს ეროვნული კინოცენტრი აფინანსებს. ფილმის ქართული ნაწილი უკვე გადაღებულია. ნიუ-იორკის სცენებს კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონში საგანგებოდ მოწყობილ ინტერიერში გადაიღებენ.




