ანა ბერუკაშვილი
თბილისში კვების ფესტივალი ჩატარდება
კულტურა

ფოტო: Facebook
თბილისში, ორბელიანის მოედანზე 14-15 სექტემბერს კვების ფესტივალი ჩატარდება, სახელწოდებით - „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“. ფესტივალზე მისულ მოქალაქეებს 2 დღის განმავლობაში გამორჩეული სწრაფი კვების ობიექტები და სასმლის მწარმოებელი კომპანიები გაუმასპინძლდებიან.
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ამით საქართველო სწრაფი კვების ფესტივალების მსოფლიო ტრენდს უერთდება.
ორდღიანი ფესტივალი „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“, რომელიც კომპანიამ “STALL”-ის და ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით ტარდება, პირველი მასშტაბური ღონისძიებაა.
მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ მითითებულ ვებგვერდზე https://www.streetfood.ge/?fbclid=IwAR1AlVqPp2xBekzfzq5ZioTc17wHPv1prJfXaMhxTYo_5A8_t1d4zkRnrrw





