29 აპრილი 2017, 00:40
ლიკა ქსოვრელი
ლადო გუდიაშვილის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
კულტურა

ლადო გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა
ლიკა ქსოვრელი
გაზიარება
“თიბისი გალერეაში“ ლადო გუდიაშვილის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გუდიაშვილის მიერ 40-50-იან წლებში შექმნილი გრაფიკის ციკლიდან 35 ნახატი გამოიფინა.
გამოფენა ლადო გუდიაშვილის ფონდისა და “თიბისი“ ბანკის ორგანიზებით მოეწყო. ტონირებულ ქაღალდზე ტუშით შესრულებული ნამუშევრები მხატვრის პროტესტს გამოხატავს რეჟიმის მიმართ.
დამთვალიერებლებს ნამუშევრების ხილვა 10 მაისამდე შეეძლებათ.





