აშშ-ში „ვარსკვლავური ომების“ სასტუმროს გახსნიან
კულტურა

აშშ-ის შტატ ფლორიდაში, Walt Disney World-ის პარკში, მსოფლიოში პირველი „ვარსკვლავური ომების“ თემატური სასტუმრო გაიხსენება. ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა The Telegraph-ი.
სასტუმრო 2019 წლისთვის ამოქმედდება. მედიის ცნობით შენობა კაპიტანი ჰანს სოლოს კოსმოსურ ხომალდ Millennium Falcon-ს ემსგავსება.
სასტუმროში „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟების ფორმებში ანიმატორები იმუშავებენ. აღნიშავენ იმასაც, რომ რესტორნებში სასმელებს ფილმის მსგავსი დროიდები მოგაწოდებენ.
15 აპრილს, ვარსკვლავური ომების“ მერვე ეპიზოდის თიზერი გამოვიდა. ახალი ეპიზოდი წინა, მეშვიდე ეპიზოდის „ვარსკვლავური ომები - ძალის გამოღიძება“ გაგძელებაა, რომელიც 2015 წელს გამოვიდა. twitter-ზე ნათქვამია, რომ ფილმის პრემიერა შედგება 2017 წლის 15 დეკემბერს.





