27 აპრილი 2017, 13:02
ქართველი მხატვარი პარიზის ვიზუალური ხელოვნების კონკურსის ფინალისტია
კულტურა

გაზიარება
ქართველი მხატვარი და მოქანდაკე გიორგი დანიბეგაშვილი ფრანსუა შნაიდერის ფონდის მიერ ორგანიზებული თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ყოველწლიური კონკურსის ფინალისტად დაასახელეს. მისი ნამუშევარი ინსტალაციის კატეგორიაშია ნომინირებული. ინფორმაციას netgazeti.ge ავრცელებს.
პარიზში, 19 მაისს ვატვილერში გალასაღამოზე წარდგენილი 41 ნამუშევრიდან გამოვლინდება, მაქსიმუმი, 7 გამარჯვებული. ისინი ფულად ჯილდოს, 20 000 ევროს მიიღებენ. გიორგი დანიბეგაშვილი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თავადაც დაესწრება ღონისძიებას. ფინალისტების ნამუშევრები პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება.





