მანანა გაბელია
ჩარგალში ვაჟა-ფშაველას 158 წლის იუბილეს აღნიშნავენ
კულტურა

ჩარგალი, ვაჟა-ფშაველას იუბილე
ფოტო: მანანა გაბელია
ჩარგალში ვაჟა-ფშაველას იუბილეს აღნიშნავენ. 14 ივლისს ლუკა რაზიკაშვილი 158 წლის გახდებოდა.
ქართველი კლასიკოსის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩარგალში სახელმწიფო პანტომიმის დასმა სპექტაკლი სტუმარ-მასპინძელი წარადგინა.
ვაჟა ფშაველას ოჯახის წევრების ინიციატივაა, რომ თეატრალურმა დასებმა, რომელთაც რეპერტუარში ვაჟა- ფშაველას შემოქმედებაზე შექმნილი სპექტაკლები აქვთ, წარმოდგენა 14 ივლისს ჩარგალში გამართონ.
ვაჟაობაზე, ასევე ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით გაიმართა სპორტული შეჯიბრებები პარაოლიმპიური სპორტის სახეობებში, რომელშიც მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებისას დაშავებულმა ჯარისკაცებმა მიიღეს.
დღესვე ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე შექმნილი მუსიკალური და თეატრალური დადგმები წარადგინეს ადგილობრივმა სახელოვნებო ჯგუფებმა.
ჩარგალში ვაჟაობისთვის ემზდებიან, რომელიც ტრადიციულად 28 ივლისს იმართება.





