“კრავთა დუმილის“ რეჟისორი გარდაიცვალა
კულტურა

ჯონათან დემე
ფილმის - „კრავთა დუმილი“ - რეჟისორი, ჯონათან დემე ნიუ-იორკში 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობას IndieWire ავრცელებს.
მას საყლაპავი მილის სიმსიმნე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების გამო გაურთულდა, რაც საბოლოოდ რეჟისორის გარდაცვალების მიზეზი გახდა.
დემემ „კრავთა დუმილი“ 1991 წელს გადაიღო. მთავარი როლები ფილმში ჯოდი ფოსტერმა და ენტონი ჰოპკინსმა შეასრულეს. “კრავთა დუმილმა“ 5 ოსკარი მიიღო, მათ შორის ჯონათან დემემ - საუკეთესო რეჟისურისთვის.
2011 წელს ფილმი აშშ-ს ფილმების ეროვნულ რეესტრში შეიტანეს, მისი “კულტურული, ისტორიული და ესთეტიური მნიშვნელობისთვის“.
ჯონათან დემეს ფილმებია ასევე “ფილადელფია“, “მკვლელობა“, “მანჟურიელი კანდიდატი“ და “რიკი და ფლეში".





