imedi
თავისუფალი თეატრი სპექტაკლების ჩვენებას დროებით წყვეტს
კულტურა

"თავისუფალი თეატრი" სპექტაკლების ჩვენებას 30 აპრილიდან 1 ოქტომბრამდე დროებით აჩერებს. ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია Facebook-ზე ავრცელებს.
სპექტაკლების ჩვენების შეწყვეტის მიზეზი თეატრში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებია. ადმინისტრაციის განცხადებით, თეატრის დახურვამდე, მაყურებელს კიდევ შეუძლია ორი სპექტაკლის ნახვა. 27 აპრილს ნაჩვენები იქნება ფსიქოლოგიური დეტექტივი "სხვების ცხოვრება". სპექტაკლის რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილია. მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები მარიამ ჯოლოგუა, კახა მიქიაშვილი, მამუკა მუმლაძე, თამუნა ნიკოლაძე, ლაშა გურგენიძე.
შაბათს, 29 აპრილს კი "თავისუფალი თეატრის" საუკეთესო სპექტაკლი "კავკასიური ცარცის წრე" იქნება წარმოდგენილი, სადაც შეგიძლიათ იხილოთ თეატრის მთელი დასი.





