ქეთევან ფარცხალაძე
მთაწმინდის პანთეონში წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს აღნიშნავენ
კულტურა

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში
თანამედროვე ქართველი მწერლები პანთეონში დაკრძალულ მწერლებზე, პოეტებსა და მათ წიგნებზე ლაპარაკობენ.
რატი ამაღლობელი გალაკტიონ ტაბიძის შესახებ, გიორგი კეკელიძე აკაკი წერეთლის შესახებ, ლევან ბერძენიშვილი მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ. დათო ტურაშვილი ბაჩანა ბრეგვაძის შესახებ, სანდრო ლორთქიფანიძე ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ, ეთერ თათარაიძე კი ვაჟა-ფშაველას შესახებ ილაპარაკებენ.
ლექციების პარალელურად, მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე წიგნების გამოფენა-გაყიდვა სპეციალური ფასდაკლებით მიმდინარეობს.





