ყირიმში ფრანკლინ რუზველტის ძეგლი დადგეს
კულტურა

იალტის კონფერენცია 1945 წელი
Wikipedia
აშშ-ის 32-ე პრეზიდენტის, ფრანკლინ რუზველტის ძეგლი დღეს იალტაში გახნეს. ქალაქის მერი ანდრეი როსტენკო აცხადებს, რომ ბიუსტი "მეოცე საუკუნეში, ფრანკლინ რუზველტის მშვიდობის დამყარების მიღწევებს ეძღვნება". ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა РИА.
მერის თქმით, ძეგლის გახსნის იდეას მოქალაქეების უმეტესობა იწონებს. "მე ამ იდეას მხარი დავუჭირე და მიზნად ვისახავ რუზველტის მთლიანი ქუჩა, სეირნობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ადგილად ვაქციო", - აცხადებს როსტენკო.
ამერიკელი ლიდერის ბიუსტი, თითქმის ნახევარი საუკუნის წინ მოქანდაკე კონსტანტინ კოშკინმა შექმნა. მან ქანდაკება ლივადის სასახლეს გადასცა, სადაც 1945 წელს ერთმანეთს სსრკ-ის ლიდერი იოსებ სტალინი, აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი უინსტონ ჩერჩილი შეხვდნენ.





