imedi
"ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალი სეზონის ჟიურიში სტანისლავ ბონდარენკოა
კულტურა
დღეს, 22:00 სთ-ზე ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-7 სეზონი იწყება. პროექტი წელს საერთაშორისოა - მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოცეკვავეები და ვარსკვლავები მონაწილეობენ.
განსხვავებულია ჟიურის წლევანდელი შემადგენლობაც.
დარენ ბენეტი - ბრიტანეთის, ირლანდიის და ლიბანის „ცეკვავენ ვარსკვლავები“-ს აღმასრულებელი პროდიუსერი და ჟიურის წევრი;
ლიზი მორი - საერთაშორისო დონის მსაჯი, ბლექფულის საცეკვაო ფესტივალზე ისრაელის საპატიო წარმომადგენელი;
თეა გობეჯიშვილი - ქორეოგრაფი, საქართველოს თანამედროვე და საესტრადო ცეკვების უმაღლესი კატეგორიის მსაჯი, ცეკვის აკადემიის და შოუ-ბალეტ „ვერნისაჟის “ ხელმძღვანელი.
მეოთხე წევრის ვინაობა ბოლო დრომდე საიდუმლოდ რჩებოდა. ეს არის პროექტის მეექვსე სეზონის გამარჯვებული, სტანისლავ ბონდარენკო.





