22 მაისი 2019, 08:38
კანში ტარანტინოს ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ პრემიერა გაიმართა
კულტურა

ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი, კვენტინ ტარანტინო და მარგო რობი
ფოტო: facebook
გაზიარება
კანის კინოფესტივალზე კვენტინ ტარანტინოს ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ პრემიერა გაიმართა. ინფორმაციას Variety ავრცელებს.
ფილმში მოქმედება 1969 წელს, ლოს-ანჯელესში ხდება. მთავარი პერსონაჟები სატელევიზიო ვესტერნების ყოფილი ვარსკვლავი რიკ დალტონი და მისი დუბლიორი კლიფ ბუტი არიან. მოქმედება ჩარლზ მენსონის დაჯგუფებასთან დაკავშირებული მოვლენების და რეჟისორ რომან პოლანსკის მეუღლის, მსახიობის შერონ ტეიტის მკვლელობის ფონზე ვითარდება.
ფილმის პრემიერა აშშ-ში 26 ივლისს გაიმართება.





