20 აპრილი 2017, 21:26
imedi
უილ სმითს "ალადინში" ჯინის როლი შესთავაზეს
კულტურა

გაზიარება
კინოკომპანია Disney-მ ამერიკელ მსახიობ უილ სმითს „ალადინის“ ადაპტაციაში, ჯინის როლის შესრულება შესთავაზა. Deadline-ს ცნობით, ამის თაობაზე მსახიობთან მოლაპარაკებები მიმდინერეობს.
მედიის ცნობით, ახალი პროექტი ფილმი-მიუზიკლი იქნება, რომლის რეჟისორი გაი რიჩია.
1992 წელს Disney-მ „ალადინის“ სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილი გამოუშვა. სიუჟეტი „ათას ერთ ღამეში“ მოყოლილ ზღაპარზე იყო დაფუძნებული.
ანიმაციურ ვერსიაში ჯინის პერსონაჟს მსახიობი რობინ უილიამსი ახმოვანებდა.





