20 აპრილი 2017, 12:39
ანი სარჯველაძე
აჯამეთის ნაკრძალში წითელ ნუსხაში შეტანილი 1000 მუხა დარგეს
კულტურა

გაზიარება
აჯამეთის აღკვეთილში წითელ ნუსხაში შეტანილი იმერული და ქართული მუხის 1 000 ნერგი დარგეს.
ამ ეტაპზე აჯამეთის აღკვეთილის განახლება მიმდინარეობს, რომელიც ტყის ორგანიზაციის და განვითარების 10-წლიანი გეგმის შესაბამისად ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში იმერული მუხისა და ძელქვის ნარგავები გაშენდება, ასევე მოეწყობა სანერგე მეურნეობა .
გამწვანების აქცია „Treepex”-ის პროექტის - „დარგე ხე“ ფარგლებში ხორციელდება.





