20 აპრილი 2017, 00:10
imedi
ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია ერთთვიანი კომიდან გამოვიდა
კულტურა

გაზიარება
ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია ერთთვიანი კომიდან გამოვიდა. ამ ინფორმაციას ოჯახის წევრები Ambebi.ge-ს უზიარებენ.
“ამ ფაქტით ექიმები შოკში არიან... გვეუბნებოდნენ, რომ ვერ გადარჩება. ან შშმ პირი იქნება მუდმივად. დღეს აღნიშნავენ, რომ სასწაული მოხდა.“ - ამბობს ილუზიონისტის შვილი, მიმი ვადაჭკორია.
ამჟამად ზურაბ ვადაჭკორიას სარეაბილიტაციო პროცედურა უტარდება.
ცნობილი ილუზიონისტი კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით 28 თებერვალს მოათავსეს. ის კომაში იმყოფებოდა. ექიმების პროგნოზით გადარჩენის შანსი მხოლოდ 1% იყო.





