ამერიკის არქიტექტურული პრემიის 2017 წლის გამარჯვებულები დასახელდნენ
კულტურა

ნიუ-ორკი აშშ
ამერიკის არქიტექტურული პრემიის (American Architecture Awards) ორგანიზატორებმა, 2017 წლის პრემიის ლაურეატები დაასახელეს.
ჟიურიმ, რომელიც ბერძენი არქიტექტორებისგან შედგებოდა, სხვადასხვა კატეგორიაში 79 გამარჯვებული გამოავლინა. წელს პრემიაზე 300 შენობა იყო წარდგენილი, რომლებიც ამერიკულმა ბიუროებმა აშშ-სა და უცხოეთში და უცხოელმა არქიტექტორებმა ამერიკის ტერიტორიაზე დააპროექტეს და ააშენეს.
შენობები ისეთ ნომინაციებში დასახელდა, როგორებიცაა "აეროპორტები და სატრანსპორტო ცენტრები", "ოფისები", "საავადმყოფოები", "მუზეუმები და კულტურული ნაგებობები", "პარკები" და "კერძო სახლები".
საუკეთესო ამერიკული შენობების შექმნისთვის ბიუროებს შორის დასახელდა Beebe Skidmore Architects, Philips Lighting, LMN Architects, AECOM, mwworks, VeeV Design, GLUCK+, substance და EYP-ი.





