imedi
პრინსის გარდაცვალების გარემოებებზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
კულტურა

პრინსი
პოლიციამ პრინსის გარდაცვალების გარემოებების შესახებ გამოძიების მასალები გაასაჯაროვა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
მასალებიდან ირკვევა, რომ პრინსი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ექიმთან იყო ვიზიტზე, რა დროსაც ექიმმა მას ოქსიკოდონი გამოუწერა. ეს არის ნახევრადსინთეტიკური ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი. მომღერლის პირადი ცხოვრების გასაჯაროების თავიდან აცილების მიზნით, მედიკამენტი კირკ ჯონსონის სახელზე გამოიწერა.
გამოძიების თანახმად, პრინსი ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე იყო დამოკიდებული. გარდაცვალებამდე 6 დღით ადრე, მომღერალი ავად გახდა, რა დროსაც შეწყვიტა მუსიკალური ტურნე და შტატ ილიონსში დაყოვნდა. სწორედ ამ დროს ნახა ის მისმა პირადმა ექიმმა, რომელმაც (ექიმის თქმით) ოქსიკოდონი კირკ ჯონსონის სახელზე გამოუწერა. წყაროს ცნობით, გამოძიებას ჯონსონი და პრინსის ექიმი ჯერ არ დაუკითხავს.
პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად შეიძინა მუსიკოსმა ნარკოტიკული საშუალებად აღიარებული ფენტალინი, რომლის ყიდვაც მხოლოდ რეცეპტითაა შესაძლებელი. პრინსი სწორედ ფენტალინის ზედოზირებით გარდაიცვალა. პოლიციის ცნობით, მათ დეტალურად შეისწავლეს პრინსის სატელეფონო ზარები, email-ები და გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი სახლიც, მაგრამ ჯერ-ჯერობით დაუდგენელია როგორ იშოვა მან ფენტალინი.
გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
პრინსი, 57 წლისა, 2016 წლის 21 აპრილს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მომღერლის საცხოვრებელ ადგილას, სამართალდამცველებმა სხვადასხვა დანიშნულების, დიდი ოდენობით მედიკამენტები აღმოაჩინეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ პრინსი ფენტალინის ზედოზირებით გარდაიცვალა, რომელიც ერთ-ერთი წამლის შეფუთვაში იპოვეს. გამოძიების ვერსიით, მუსიკოსი ნარკოდამოკიდებული იყო.





