ჩარლი ჩაპლინის იუბილე 600–მდე თაყვანისმცემელმა აღნიშნა
კულტურა

შვეიცარიაში, ჩარლი ჩაპლინის გმირის "მაწანწალას" ფორმაში გადაცმულმა 662–მა ფანმა, მისი 128-ე იუბილეს აღსანიშნავად, ფლეშმობი გამართა. ინფორმაციას გამოცემა Variety ავრცელებს.
რეჟისორის და მსახიობის თაყვანისმცემლები, მისი სახლის წინ შეიკრიბნენ, სადაც ის ბოლო 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
Thank you very much! 662 Tramps! Happy Birthday Charlie! #IamPartoftheLegend #ChaplinsWorld pic.twitter.com/u1PjAoHBY2
— Chaplin's World (@chaplins_world) April 16, 2017
სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინ უმცროსს, შემოკლებით ჩარლი ჩაპლინს ეძახდნენ. ინგლისელი კომიკოსი, ჰოლივუდის კინოს ადრეულ და შუა პერიოდში ყველაზე სახელგანთქმული არტისტი და რეჟისორი იყო. ის პირველ მსოფლიო ომამადე ყველაზე ცნობილ ვარსკვლავად და კინოხელოვნების სიმბოლოდ მიიჩნევა.





