13 აპრილი 2017, 23:05
Jamiroquai-ს კლავიშისტი ტობი სმიტი გარდაიცვალა
კულტურა

გაზიარება
ბრიტანული ჯაზ-ფოლკ-ჯგუფის Jamiroquai-ს კლავიშისტი, ტობი სმიტი 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას twitter-ზე ჯგუფის ყოფილი ბასისიტი, სტიუარტ ზენდერი ავრცელებს.
სმიტი ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი და კომპოზიციების უმეტესი ნაწილის თანაავტორი გახლდათ.
Jamiroquai-ს წევრი ის 1992 წლიდან იყო და ჯგუფი მას შემდეგ დატოვა, რაც გადაწყვიტა, მეტი დრო დაეთმო ოჯახისთვის.
Jamiroquai-მ 9 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგან ერთ-ერთი - Travelling Without Moving - გინესების რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე გაყიდვადი ფანკის დისკი.





